კახეთში კორონავირუსის 39 შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თელავის სასწრაფო დახმარების სამსახურის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდ 19 გამოუვლინდა, 37 კვირის ორსულს, რომელიც სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან დაინფიცირდა.
ასევე დაინფიცირებულია სოფელ წინანდლის ერთი პედაგოგი, რომელიც დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. კორონავირუსი აღმოაჩნდა გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ორ და ენერგოდისტრიბუციის ორ თანამშრომელს, საბავშვო ბაღის პედაგოგს და “თიბისი” ბანკის თანამშრომელს, რომელიც ბარბაქაძეების კლასტერს ეკუთვნის. ვირუსი დაუდასტურდა კრიმინალური პოლიციის ექსპერტსაც.
სიღნაღში დაინფიცირებულია სკოლის პედაგოგი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ვირუსი ასევე დაუდასტურდა ჯუგაანის სოფლის რწმუნებულსაც. ამ შემთხვევაშიც გრძელდება ეპიდემიოლოგების მიერ კონტაქტების მოძიება. ვირუსი საგარეჯოში დაუდასტურდა შემოსავლების სამსახურის კლასტერის კონტაქტს და თოხლიაურის ღვინის ქარხნის თანამშრომელს.
ინფიცირების შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით: თელავი -199, დედოფლისწყარო -21 გურჯაანი- 141, სიღნაღი -54, ყვარელი -82, ლაგოდეხი – 60, ახმეტა -36, ხოლო საგარეჯო -26 მოქალაქე.