თელავში დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000– ს გადააჭარბა
კახეთში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 8 მუნიციპალიტეტიდან კი ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თელავშია დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრუვი ჯანმრთელობის დაცვის ერონული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, 29 ნოემბრის მონაცემებით, კახეთში 3723 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, კერძოდ კი ახმეტაში-254, გურჯაანში-754, დედოფლისწყაროში -326, თელავში -1034, ლაგოდეხში – 475, საგარეჯოში -360, სიღნაღში -217 და ყვარელში -303.
მისივე თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 1963 ადამიანს, მათ შორის 1765 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 30 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 168 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 1734 გამოჯანმრთელდა, 26 გარდაიცვალა.
მისივე ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულები იმყოფებიან ბინაზე მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის მოლოდინის რეჟიმში.