ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

80 წლის კაცი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან იყო, რომელიც თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოში ცხელების სიმპტომით მოათავსეს. ჩატარებული ტესტის შედეგად მას COVID-19 დაუდასტურდა. თანმხლები დაავადებების გამო ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს არსებული რეგულაციებისა და წესების გათვალისწინებით დაკრძალავენ.

კახეთში კორონავირუსით გარდაცვალების მე- 17 შემთხვევაა.

 

მაკა ხაზიური