კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად ირაკლი შიოშვილი დაინიშნა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად, ირაკლი შიოშვილი დაინიშნა. პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ირაკლი შიოშვილი, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, 2016 წელს, გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2020 წლის აგვისტოდან კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.
მოვალეობის შესრულება, შიოშვილს მას შემდეგ დაეკისრა, რაც იმჟამინდელმა გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, თანამდებობა დატოვა.
” ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ” ქადაგიშვილი ახმეტა-თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. ირაკლი შიოშვილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
შიოშვილის დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერის სპეციალობით; თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აღმაშენებელი“ იურისტის განათლებით ; 2004 წელს კი სამეცნიერო აკადემიური ხარისხი მიიღო.
საქართველოს გარდა, მან 2009 წელს მიჩიგანის შტატის საერთაშორისო ბიზნეს აკადემიაც დაამთავრა. 2007 წელს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2009 წელს სამხედრო საინჟინრო ასოციაციის წევრი.
მისი სამუშაო გამოცდილება 16 სამსახურს ითვლის, მათ შორის იყო ლოს-ანჟელესის ბიზნეს ცენტრში, საბანკო საქმის მენეჯერი; თავდაცვის სამინისტროს საკომენდატო 23-ე ბრიგადის ასეულის მეთაური; . შ.პ.ს. „ქართული ლიმონათის“ გენერალური დირექტორი ; პირველი ციფრული მრავალარხიანი ტელევიზია „გლობალ TV“,გენერალური დირექტორი ; შ.პ.ს. „მობიტელი“ (ბილაინი) კახეთის რეგიონალური ფილიალის დირექტორი ; ს.ს. „დავით სარაჯიშვილი და ენისელი“, აღმასრულებელი დირექტორი; ამერიკის შეერთებული შტატები,კორპორაცია “L&K” გაყიდვების მენეჯერი და სხვა. ირაკლი შიოშვილის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. ის სამხედრო წოდებით მაიორია.