სოფელ ახაშნის სკოლა კორონავირუსის დაფიქსირების გამო 2 კვირით დაიკეტა
კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის სკოლა 2 კვირით დაიკეტა.
არსებული ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა საჯარო სკოლის ერთ თანამშრომელს და 5 მოსწავლეს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, აღნიშნული სკოლის ყველა კლასი ორი კვირის განმავლობაში ონლაინრეჟიმზე გადავიდა.
კორონავირუსის დაფიქსირების გამო სწავლის დისტანციურ რაჟიმზეა გადასული კაჭრეთის სკოლაც.