ლაგოდეხში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ლაგოდეხში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, 70 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს, რის გამოც ის თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.