კახეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 69 წლის კაცი, რომელიც გურჯაანიდან იყო.
კორონავირუსის დიაგნოზით დაიღუპა საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კოვიდ – კლინიკაში მყოფი პაციენტი. კოვიდინფიცირებული საგარეჯოს მკიდრია.
დღეს ვირუსი ლაბორატორიულად მხოლოდ სამ ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 10, 379- მდე გაიზარდა.