არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 8 ქალია

კახეთის რეგიონში შექმნილ ორ საარჩევნო ოლქში, 37 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია წარდგნილი. აქედან ქალი კანდიდატი მხოლოდ რვაა.

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში 18 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია წარდგენილი, საიდანაც 4 ქალია.

გაიცანით მაჟორიტარი დეპუტატობის ქალი კანდიდატები:

„თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“ მაია წერეთელი.

„საქართველო“ -ლალი ბუნტური.

„შეცვალე საქართველო” ზიზი გაგნიძე.

„ჯონდო ბაღათურია – ქართული დასი” ლეილა ხარაიშვილი.

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის საარჩევნო ოლქში 19 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია წარდგენილი, საიდანაც 15 მამაკაცია და 4 ქალი.

გაიცანით მაჟორიტარი დეპუტატობის ქალი კანდიდატები:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ ელენე ქურთიაშვილი. 

„საქართველო“ თამარ ფხოველიშვილი.

„ქართული ფესვები” ია გოდერძიშვილი.

 „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ ეკატერინე ქვლივიძე.