თელავში შუალედური არჩევნები ტარდება
საპარლამენტო არჩევნების გარდა, თელავის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები კისისხევში ჩატარდება და ის სამ საარჩევნო უბანს მოიცავს.
თელავის N17-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის განცხადებით, ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება 5 კანდიდატს შორის უწევთ.
,,როგორც საპარლამენტო არჩევნები, ასევე შუალედური არჩევნები თელავში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სოფელ კისისხევის ორ და ნასამხრალის ერთ საარჩევნო უბანზე. სულ 2 000 ამომრჩეველია. უბანზე მისულ ამომრჩეველს სამი ბიულეტენი ხვდება. მთლიანობაში თელავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, სულ შექმნილია 54 საარჩევნო უბანი და ერთიც კორონავირუსით ინფიცირებულების და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის”,– განუცხადა Knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.
ამავე თემაზე ნახეთ: