ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი – პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის თქმით, პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება და იმედი აქვთ პროგრესი იქნება.
მისი თქმით, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და აღნიშნული საკითხის შესახებ მათთვის სიკეთეების შესახებ ინფორმაციის მიწვდა მნიშვნელოვანია.
“მოლაპარაკებები გულისხმობს მეტ კომუნიკაციას, მოსახლეობისთვის სიკეთეების ახსნას და მათი არასწორი ინფორმირებულობის აღმოფხვრას რისკებთან დაკავშირებით. ეს ალბათ, ყველას ვალია და მარტო მთავრობა ამაში უძლური იქნება. ამ პრობლემის ერთადერთი გამოსავალია ყველას, მათ შორის ინვესტორების, მედიის ჩართულობით მეტი კომუნიკაცია. ვფიქრობ, რომ შედეგი მიღწეული იქნება,” – განაცხადა ჩიქოვანმა.