რა შემთხვევაში მივა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე– მინისტრის ბრძანება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელშიც ვრცლად არის განმარტებული, თუ რა შემთხვევაშია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ვალდებული, გამოძახებაზე მივიდეს ან რა სიტუაციაში გადაეცემა შემთხვევა ოჯახის ექიმს.
ბრძანების თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის 12 ნოემბრით თარიღდება:
სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა შემთხვევაზე გადის:
თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8C გრადუსზე ან მეტი და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა. არის 65 წლის ან და მეტის;არის ორსული ან აქვს მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა; ასევე თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.
ასევე თუ აქვს მრავალჯერადი ღებინება, დაბინდული ცნობიერება, ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში, კრუნჩხვა და ამასთან, პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს:
თუ ტემპერატურასთან ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი: თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში; თუ პაციენტი არის უცხოენოვანი; თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი.
მინისტრის ბრძანებით, შემთხვევა/გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა.
თუ პაციენტი არ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს და არ აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან რომელიმე;
როდესაც მოქალაქე ითხოვს მხოლოდ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, აღენიშნება მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.