სად შეიძლება მივირთვათ თელავში ?
თელავი ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია და იგი თავისი უნიკალურობით იზიდავს ტურისტებს.
როდესაც აქ მოდიხართ აუცილებლად უნდა იცოდეთ, სად მიირთვათ გემრიელი და თქვენთვის სასურველი საკვები.
თუ თქვენ გსურთ მიირთვათ გამორჩეულად გემრიელი ხინკალი, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ,,ზოდიაქოს”.
თელავში ნესბისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ კარგი ხინკალი სად აქვთ, ყველა ,,ზოდიაქოსკენ” მიმავალ გზას მიგასწავლით.
მისამართი: ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 2
კაპილონი
შერეული სამზარეულო და ყველაფერი გემრიელი, დიახ, არ მოგესმათ მათთან უგემურს ვერაფერს მიირთმევთ. აქ დააგემოვნებთ როგორც ქართულ კერძებს, ასევე ევროპულ სამზარეულოსაც. აღსანიშნავია პერსონალის მეგობრული დამოკიდებულება მომხმარებელთან, ამიტომ თუ კაპილოში მიხვალთ იქიდან დანაყრებული, ნასიამოვნები და კარგი ემოციებით დამუხტული გამოხვალთ.
მისამართი : ბარნოვის 10
სუ თელავია
ბევრი სიმწვანე, ბევრი სუში, ბევრი პიცა და ბევრი ბურგერი. დიახ, ეს კაფე ,,სუ თელავია” თუ ხართ მსგავსი საჭმლის მოყვარული აუცილებლად უნდა მიაკითხოთ მათ, მისი ინტერიერი და გარემო, ჭამის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის.
მისამართი : ვასილ გოძიაშვილის 14
ეს არჩევანი მოხდა, როგორც გემრიელი ასევე მისაღები ფასებითაც. თუ გადაწყვეტილი გაქვთ თელავში ჩამოსვლა მაშინ აუცილებლად ესტუმრეთ ამ კვების ობიექტებს.
მარიამ ოქროცვარიძე