ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა

კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 4 იანვრის მონაცემებით გარდაიცვალა 2 პირი, რომლებიც ლაგოდეხის კოვიდ კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობას.
დღის
,,გარდაიცვალა 2 ასაკოვანი ადამიანი. 1 მამაკაცი და 1 ქალი. ორივე ლაგოდეხის რაიონიდან იყო და ისინი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობას.
რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 9 066-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 78 პირი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს -6 757-ს”
,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.