ახალი ამბები

4 ოქტომბერს ალავერდში ყველის ფესტივალი გაიმართება

4 ოქტომბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ყველის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება სოციალური საწარმო „ლურჯი ალავერდის“ ტერიტორიაზე 12:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალში თუში, პანკისელი და საქართველოს სხვა მაღალმთიანი რეგიონებიდან მოწვეული ფერმერები მიიღებენ მონაწილეობას. ისინი სტუმრებს ყველის დამზადების ტრადიციულ მეთოდებს გააცნობენ და სხვადასხვა სახეობის ყველს წარუდგენენ.

ღონისძიების მიზანი ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაცია და ფერმერებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ფესტივალზე მისულ სტუმრებს ფერმერების პროდუქციის დაგემოვნება და უშუალოდ მწარმოებლებისგან შეძენაც შეეძლებათ.

ღონისძიების დევიზია — „ახალი, უვნებელი, ნატურალური“.

თბილისიდან მსურველებისთვის უფასო ტრანსპორტი იქნება უზრუნველყოფილი. ორი მიკროავტობუსი 09:30 საათზე ელბაქიძის დაღმართიდან გავა, ხოლო ალავერდიდან თბილისში 16:30 საათზე დაბრუნდება.

ღონისძიების მხარდამჭერია „Bridge – Innovation and Development“