კახეთში კორონავირუსის 102 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი
24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, დღეს დადასტურებული ახალი შემთხვევიდან 102 კახეთის რეგიონში გამოვლინდა.
მისი თქმით, გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის ერთი კახეთში.