თიბისი კაპიტალი- უქმეებზე სასტუმროების დატვირთულობით კვლავ კახეთი ლიდერობს
თიბისი კაპიტალის მომიხილვაში, რომელიც 26 ბრენდირებული სასტუმროს გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით არის მომზადებული, უქმეებზე სასტუმროების დატვირთულობით კვლავ კახეთი ლიდერობს.
გამოკთხვის მიხედვით, დატვირთულობა ზღვისპირა სასტუმროებში 1%-ს შეადგენს, თბილისში და სხვა რეგიონებში 5%-ს, ხოლო კახეთის სასტუმროებში 6%-ს,.
მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, ნოემბრის დატვირთულობა 1 პროცენტული პუნქტით გაზრდილია სხვა რეგიონებში, ხოლო თბილისის, კახეთის და ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის – არ შეცვლილა.
“გასულ კვირასთან შედარებით, დიდ სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა თბილისში და სხვა რეგიონებში შემცირდა, ხოლო კახეთში და ზღვისპირეთში გაიზარდა.
დატვირთულობამ ზღვისპირეთში 5% შეადგინა, თბილისში – 6%, სხვა რეგიონების – 15%; კახეთის სასტუმროებში კი 38%;
არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება”, – აღნიშნული TBC Capital-ის მიმოხილვაში.
კვირის მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ 3-9 ნოემბრის პერიოდში რესტორნებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შუა ივნისის დონეს ინარჩუნებს.