კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გააკეთა განცხადება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 60– ს მიაღწია.