თელავი-ყვარლის გზაზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით,ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მერსედერსის მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი მგზავრი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.