კახეთში კორონავირუსით კიდევ სამი პირი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსს ემსხვერპლა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელში მცხოვრები 69 წლის კაცი, რომელიც თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდა.
ვირუსით გარდაიცვალა ასევე ახმეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი 58 წლის კაცი, ის მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.
ვირუსით გარდაიცვალა ასევე გურჯაანის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი 51 წლის ქალი.
ბოლო რამდენიმე საათში, კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 215 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 6,597- მდე გაიზარდა.
სპეციალისტების მიერ ახალი ინფიცირებულების 412 კონტაქტი მოძიებულია.
ბოლო რამდენიმე კვირაში, კახეთში ვირუსით სულ 44 მოქალაქე გარდაიცვალა.