გურჯაანში 15 წლის მოზარდი დაჭრეს
გურჯაანში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, 15 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით გულმკერდის არეში მიაყენეს.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო- სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი