დედოფლისწყაროში კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრები 69 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა. ექიმების განცხადებით, პაციენტს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
კახეთის რეგიონში ეს კორონავირუსით გარდაცვალების 27-ე შემთხვევაა.