სოფელ შილდაში ავარიის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, კაცს ავტომანქანა საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული სხეულის მძიმე დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.