ომიკრონის გადატანის შემდეგ მეორედ დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განაცხადებით, ომიკრონის ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ, მეორედ დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია.
„რა თქმა უნდა, საფრთხე ჯერ კიდევ არის, მიუხედავად იმისა, რომ პიკი ალბათ უკვე გადავლილია, მაგრამ რისკი იმისი, რომ ის მძიმედ განვითარდეს, ისევ არის.
ყველას სიფრთხილისა და აცრისკენ მოვუწოდებთ. რეინფიცირების ძალიან ბევრი შემთხვევაა, მაგალითად ვისაც წინა შტამი „დელტა“ ჰქონდა გადატანილი, ძალიან ბევრს დაემართა ახლა „ომიკრონის“ ვარიანტი, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ მეორით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.