ახალი ამბები

როგორი იქნება ახალი სკვერი წნორში- ფოტოები

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ახალი სკვერის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სკვერის ტერიტორიაზე მიწის მოჭრის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი 1 ჰექტრის ფართობზე სკვერის, შადრევნის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, ასევე საბავშვო და სატრენაჟორო სივრცის, ამფითეატრისა და განათების მოწყობას ითვალისწინებს. ახალი სკვერის მოწყობაზე 1 997 146 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.