ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულების 2021 წლის შედეგებს აჯამებს (R)
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის, მისი მხარდამჭერი ინიციატივებისა და შედეგების შესახებ 2021 წლის წარმატებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ბანკმა სტრატეგიული სეგმენტის მიმართულებით პოზიტიური ზრდა აჩვენა. ამას გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის გასულ წელს განხორციელებული ინიციატივებიც დადებითი შედეგების მომტანი აღმოჩნდა.
2021 წელს ტერაბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მაჩვენებელი გაიზარდა,საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელი — 17%-ით, მსესხებლების რიცხვი კი — 26%-ით.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საკრედიტო პორტფელი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების კუთხითაც გაფართოვდა. მაგალითად,სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივების შედეგად გაცემული სესხების რაოდენობის 10%-მდე ტერაბანკზე მოდის. ჯამში, ამ პროგრამის ფარგლებში 50 ბიზნესი დაფინანსდა, რომელთა შორის ადგილობრივი წარმოებისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან. ამავდროულად, ტერაბანკი აქტიურად გასცემს აგრო სესხებსაც, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებისკენაა მიმართული. სულ აგროსექტორზე 1200 სესხია გაცემული, პორტფელი კი 78 მილიონ ლარს შეადგენს.
ტერაბანკმა 2021 წელს ბიზნესკლიენტებს პროდუქტებისა და სერვისების თვალსაზრისით არაერთი საინტერესო სიახლე შესთავაზა: აქტიურად გაგრძელდა ბიზნეს საქმიანობის გაციფრულების მხარდაჭერა, რამაც ელექტრონული გადახდის სისტემის ცალკე პროდუქტად შეთავაზება გახადა შესაძლებელი. ბიზნეს კლიენტებისთვის ამოქმედდა უნივერსალური Cash in&out, რომელიც მათ დიდი მოცულობის თანხის შეტანისა და გატანის საშუალებას ნებისმიერ დროს აძლევს.
რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ ინიციატივებს, 2021 წელი ამ მხრივაც გამოირჩეოდა. ბიზნეს კლიენტებისთვის რომლებიც საქმიანობებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უძღვებიან, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. მათი მიმდინარეობისას, ტერაბანკის პროდუქტებსა და მომსახურებებთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს ინიციატივებზე, დაფინანსების შესაძლებლობებსა და შეღავათიან ბიზნეს სესხებზე გაკეთდა.
ტერაბანკი აქტიურად ზრუნავდა ბიზნეს კლიენტებისთვის ცოდნის გაზიარებაზეც. ამ მიზნით, წლის განმავლობაში 7 ვებინარი ჩატარდა. შეხვედრები სხვადასხვა საკითხს მიეძღვნა, მათ შორის იყო აგროტურიზმის პერსპექტივა საქართველოში და ტურიზმი პანდემიის პერიოდში, ბიზნესის გაციფრულება, ბრენდინგი, ინფორმაციული უსაფრთხოება და ა.შ.
ტერაბანკის მიერ ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებამ 2021 წელს მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. კერძოდ, პროექტმა „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო მოიგო. მან ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში – მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში – გაიმარჯვა. პროექტი 2020 წელს ტერაბანკის 50 ბიზნეს კლიენტისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების პაკეტით დასაჩუქრებას გულისხმობდა.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა 2022 წლისთვისაც ტერაბანკის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. მთავარი აქცენტები კვლავაც ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარებაზე, ცოდნის გაზიარებასა და ბიზნეს საქმიანობების განვითარების ხელშეწყობაზე გაკეთდება.