სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დამწვარი გვამი სასაფლაოს ტერიტორიაზე მწყემსმა აღმოაჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი თბილისიდან იყო და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში მშენებლობაზე მუშაობდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, გარდაცვალების რეალური მიზეზის დასადგენად.