ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში სმენადაქვეითებულთათვის სარეაბილიტაციო ცენტრი იხსნება

პირველი ოქტომბრიდან თელავში სმენადაქვეითებულთა და კოხლიარულ იმპლანტთა ორგანიზაცია ,,მოვუსმინოთ სამყაროს” დაიწყებს ფუნქციონირებას. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე ასევე შეიქმნება სპეციალური საჭიროებების მქონე სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სმენადაქვეითებულ ბენეფიციარებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარება.