თელავში ,,ერეკლეობას” აღნიშნავენ – ფოტორეპორტაჟი
თელავში ერეკლე მეორის დაბადებიდან 299 წლისთავს აღნიშნავენ.
ერეკლეობის დღესასწაულის ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები დილიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თელავის ისტორიულ მუზეუმსა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, დღის განმავლობაში გაიმართება ხალხური რეწვის, ხელნაკეთი ნივთებისა და თანამდეროვე მხატვართა გამოფენები, მოწყობილია საბავშვო ატრაქციონები, საგამოფენო პავილიონები და პარალელურად მიმდინარეობს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტები.
,,ეს დღესასწაული ყველა თელაველისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა. დღის განმავლობაში ,,ერეკლეობა” სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.
სხვადასხვა თემატიკაზე მოწყობილია გამოფენები, ასევე საბავშვო ატრაქციონები, საგამოფენო პავილიონები, მოწყობილია ღვინის და კულინარიის კუთხეები, მიმდინარეობს ფოლკლორული კონცერტები. საღამოს კი წლის საპატიო თელაველები დასახელდებიან და გაიმართება გალა-კონცერტი ქართველი ესტრადის მომღერლების მონაწილეობით. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე ყველას”,– განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.