დედოფლისწყაროში გარდაცვლილ ქალს ხელები ჰქონდა შეკრული და სკამზე იყო დაბმული
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლამდე გარდაცვლილ ქალს წებოვანი ლენტით ხელები ჰქონდა შეკრული და ის სკამზე იყო დაბმული, ოთახები კი არეული იყო და ფანჯრის მინები ჩამსხვრეული, – აცხადებენ ქალის ახლობლები.
მათი თქმით, ქალი სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით მოკლეს. გარდაცვლილის ახლობლებს ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია, რა არის სახლიდან წაღებული. 65 წლის ქალს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის გურჯაანის საექსპერტო ბიუროში ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: მაკა ხაზიური