დღეს თელავში ,,ერეკლეობა” გაიმართება
ერეკლე მეორის დაბადების დღეს, 7 ნოემბერს მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნება.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ღონისძიებები ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 9:00 საათიდან დაიწყება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ხალხური რეწვისა და თანამდეროვე მხატვართა გამოფენები, ასევე საბავშვო ატრაქციონები, საგამოფენო პავილიონები და გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები.
ღონისძიებების დასასრულს დასახელდებიან 2019 წლის საპატიო თელაველები და გაიმართება გალა კონცერტი ქართველი ესტრადის მომღერლების მონაწილეობით.