სოფელ არბოშიკში 65 წლამდე ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლამდე ასაკის ქალი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
სოფელში მერის წარმომადგენელის, მურად ელაშვილის განმარტებით ქალი ძმისშვილმა და მეზობელმა აღმოაჩინეს.
,, ის მარტო ცხოვრობდა. სატელეფონო ზარებს რომ არ უპასუხა, მიაკითხეს და გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, ძალადობის კვალი აღენიშნება,”-განაცხადა მურად ელაშვილმა.
ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილ თამარ სეფიაშვილს ძალადობის კვალი აღენიშნება, მას ხელები აქვს დამტვრეული. სახლში კი ფანჯრის მინებია ჩამსხვრეული და ნივთებია გადმოყრილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლითაა აღძრული.