ფოტოხელოვანმა Omo Geti-მ პირველი პერსონალური გამოფენა გამართა
გურჯაანში მცხოვრებმა ფოტოხელოვანმა Omo Geti-მ, რომელიც მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, გალერეა
“ვერეში” პირველი პერსონალური გამოფენა გამართა.
მანამდე Omo Geti-ს ჯგუფური გამოფენა შვეიცარიასა და გერმანიაში გაიმართა.
,,ექსპოზიციაზე 1 წელი ვმუშაობდი, ეს არის მუსიკის და შეყოვნებული წამის დრამატული პალიტრა. მოდელები კი, ვისი ფოტოებიც არის გამოფენაზე, ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპაჟები არიან.
მოდელი საინტერესო უნდა იყოს, რომ გადავიღო. ვცდილობ, საინტერესი ადამიანები გავიცნო და რაღაც სახასიათო დავიჭირო მასში. წლების წინ დავიწყე ეს საქმიანობა, ვიღებდი ჩვეულებრივი ციფრული კამერით, განათებაც არ მქონდა.
მანქანა გავყიდე და ვიყიდე ფოტოაპარატი. სამომავლოდ ვგეგმავ კიდევ ერთი გამოფების ჩატარებას, რომელიც პირველისგან ანსხვავებული იქნება. ვაპირებ ქანდაკებების გამოფენის გაკეთებასაც’’, – განაცხადა ფოტოხელოვანმა.