დედოფლისწყაროში მწვადის და ლორის ნახევარფაბრიკატების წარმოება დაიწყეს
დედოფლისწყაროში ,,ნაციონალური დელიკატესის” ბრენდის სახელით წარმოებული მწვადის და ლორის მზა საკვების წარმოება დაიწყო.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პროდუქტი განსხვავებული შეფუთვით, 100%-ით ნატურალურია და ჯანსაღი ინგრედიენტებით დამზადებული.
,,ნაციონალური დელიკატესი, შეფუთული მზა საკვები, ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. იდეაც თანამედროვე ცხოვრების სტილის საფუძველზე გაჩნდა. პროდუქცია გათვლილია ადამიანებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ერთი მხრივ დროის დაზოგვა, მეორე მხრივ კი ჯანსაღი კვება. პროდუქციაში უკვე 10 დასახელების კერძია როგორც პრემიუმ, ისე შედარებით დაბალფასიანი. რაც ყველაზე მთავარია მსურველს შეუძლია დროის მინიმალური დანახარჯით მიირთვას 100%-ით ნატურალური ქართული კერძები.
ბრინჯი ძროხის ხორცით, ლობიო ლორით, ქათმის ჩახოხბილი, ლობიო, სუპ–ხარჩო, ბროკოლისა და სიმინდის სუპი, აჯაფსანდალი და სოკო ტარხუნით – ეს არის ასორტიმენტი, რომელსაც ამ ეტაპზე სთავაზობს კომპანია ბაზარს” – აცხადებენ კომპანიაში.