კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 89-მდე გაიზარდა
კახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 89- ე პაციენტი გარდაიცვალა.
87 წლის ქალი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყიდან იყო და თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
რეგიონის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9,953- ს გადააჭარბა. აქედან რაოდენობრივი ზრდა ყველაზე მეტად თელავშია, სადაც 2,286- ია COVID-19- ის მატარებელი. ჯამში ვირუსი 7, 947- მა პაციენტმა დაამარცხა.