კახეთში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 280 შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, მთლიანად ქვეყანაში კორონავირუსის 4 780 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი.
კახეთის რეგიონში ინფიცირებულების რიცხვმა 3000–ს გადააჭარბა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გარდაცვლილია 23 ადამიანი.