სოფელ კისისხევის სამარშრუტო ავტომანქანის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის სამარშრუტო ავტომანქანის მძღოლს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
50 წლამდე ასაკის მამაკაცს, კოვიდ- 19 psr ტესტირებით გამოუვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უსიმპტომო პაციენტია. ეპიდემიოლოგები მამაკაცის ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
სამარშრუტო ავტომანქანა, სოფლიდან მუნიციპალიტეტის ცენტრის მიმართულებით, დღის განმავლობაში, რამდენიმე რეისს ასრულებს და მთლიანობაში, ორი სოფლის მოსახლეობას ემსახურება.
თელავის მუნიციპალიტეტში, კორონა ვირუსის 4 დადასტურებული შემთხვევაა. დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 74 კოვიდინფიცირებულია.