კახეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რეგიონში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 63 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ინფორმაცია 24 მოქალაქის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
არსებული ცნობით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 588 – ს მიაღწია.
აქედან თელავში დაფიქსირებულია კორონავირუსის 182 შემთხვევა, დედოფლისწყაროში -21, გურჯაანში- 141, სიღნაღში- 49, ყვარელში -82, ლაგოდეხში – 54, ახმეტაში -34, ხოლო საგარეჯოში -25.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 436 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის 389 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 მკურნალობს კარანტინში, 45 კი კოვიდკლინიკაში იმოფება.
კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი დაამარცხა 147- მა მოქალაქემ.