კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დაკავებული თანამდებობა დატოვა
კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ბერიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. მან სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.
არსებული ინფორმაციით, ბერიკაშვილთან ერთად სამსახურიდან მიდის მისი რამდენიმე მოადგილეც.
თავად ზურაბ ბერიკაშვილი კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოში, ნარკოლოგიური განყოფილების უფროსად გააგრძელებს მუშაობას. კახეთის რეგიონში ის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი 2017 წლიდან იყო.