სოფელ შილდაში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მომხდარ ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა , როცა ახალგაზრდა კაცი სოფელში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მალევე დააკავა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.