კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს კახაბერ მურადაშვილი უხელმძღვანელებს
კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. სამსახურს კახაბერ მურადაშვილი უხელმძღვანელებს.
კახაბერ მურადაშვილი 2016 წლიდან დღემდე, გურიის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. სამართალდამცავ სტრუქტურაში, კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი 2008 წლიდან მუშაობს.
კახაბერ მურადაშვილი 44 წლისაა, მას პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება აქვს. შეგახსენებთ, კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ბერიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ბერიკაშვილთან ერთად სამსახურიდან მიდის მისი რამდენიმე მოადგილეც. ზურაბ ბერიკაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოში, ნარკოლოგიური განყოფილების უფროსად გააგრძელებს მუშაობას. კახეთის რეგიონში ის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი 2017 წლიდან იყო.