ახალი ამბები

ძალადობის სტატისტიკა კახეთში – ინფოგრაფიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში ძალადობისა და სხვა სამართალდარღვევათა ფაქტების გაიზარდა.
შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს რეგიონში მკვლელობებისა და ჯანმრთელობის დაზიანების გარდა, ძალადობის და სხვა სამართალდარღვევათა 193 ფაქტი დაფიქსირდა.
ვახტანგ გომელაურის უწყებაში განმარტავენ, რომ 2018 წელს გაზრდილია ძალადობის და სხვა სამართალდარღვევათა ფაქტების რიცხვი, რომელმაც 336 შეადგინა. შსს-ს ცნობით, წელს ძალადობის და სხვა სამართალდარღვევათა 249 ფაქტი გამოვლინდა.