სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან 57კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა.
ქართველმა სპორტსმენებმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ რამდენიმე მედალი მოიპოვეს.