ახალი ამბები

მუსიკოსი პავლე დემურიშვილი გარდაიცვალა

თელავში მოღვაწე მუსიკოსი პავლე დემურიშვილი გარდაიცვალა.

პავლე დემურიშვილი დაიბადა თელავში,  1962 წელს დაამთავრა ქ. თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1967 წელს თელავის მუსიკალური სასწავლებელი, 1972 წელს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

იგი 1962-1965 წლებში იყო ქ. თელავის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1964-1996წწ. თელავის N8 საშუალო სკოლაში სიმღერისა და გუნდის პედაგოგი, 1973 წლიდან თელავის მუსიკალური სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი;

2009 წლიდან საგუნდო კოლექტივის გაუქმების შემდეგ თელავის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა კამერული გუნდის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.