თელავში ანდრო სიმაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
თელავში ნ. სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ ანდრო სიმაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.
ვარსკვლავის გახსნამდე 5 ივლისს 18:00სთ-ზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება თელავის საპატიო მოქალაქის, ლოტბარის ანდრო სიმაშვილის შემოქმედებითი საღამო.
მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ფოლკლორული ანსამბლები: “წინანდალი”, “რუსთავი”, “ბასიანი” “ებგური, “პატარა კახი” და “მზე შინა”.