ახალი ამბები

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავტოავარიას  მამაკაცი ემსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.