გიგოს გორაზე დახვრეტილი გიორგი ჭირაქაძეს ისტორია
გიგოს გორა უამრავი დახვრეტილი ადამიანის ამბავს ინახავს. ამ მძიმე ისტორიის, ბოლო მსხვერპლი, 77 წლის წინ დახვრეტილი გიორგი ჭირაქაძეა.
ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი გიორგი ჭირაქაძეს ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, ის გერმანიის სადაზვერვო ჯგუფის წევრი იყო.
სიმაშვილის თქმითვე, ჭირაქაძე გერმანიის სადაზვერვო თვითმფრინავმა გომბორთან ახლოს ჩამოსვა, მის დახვეტრას დაასწრეს თელაველები
“სწორდ მისი დახვრეტის ისტორია შემორჩა ყველაზე მეტად თელაველების მეხსიერებას. გიორგი ჭირაქაძის უკანასკნელი სიტყვები იყო ,,მე მოღალატე არ ვარ და ისტორია განსჯის, თუ ვინაა მოღალატე”,– განუცხადა knews.ge–ს თენგიზ სიმაშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური