კახეთში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 38 ადამიანი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავა აცხადებს რომ, ახალი შემთხვევებიდან კახეთის რეგიონში ინფიცირების 335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
არსებული მონაცემებით, რეგიონში დღემდე ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 500 გადააჭარბა. გარდაცვლილია 29 ადამიანი.
რეგიონში კორონავირუსის სიმპტომებით ამ ეტაპზე მკურნალობს 2 197 მოქალაქე, მათ შორის 2002 დატოვებულია ბინაზე , 28 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 167 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.
კახეთში 5 კოვიდკლინიკა, 1 ონლაინკლინიკა და ორი კოვიდ-სასტუმრო ფუნქციონირებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და მკურნალობა ხდება.