ყვარელში სამი სოფელი დაისეტყვა
ყვარლის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი დაისეტყვა. ჭიკაანში, გავაზსა და ახალსოფელში სეტყვის გარდა ძლიერი წვიმაც იყო.
დაიტბორა ვენახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სეტყვამ დაზიაანა ერთწლიანი კულტურებიც.
როგორც ,,knews.ge”-ს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ზარალის ოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.
ნატალია ცისკარაშვილი