ყვარელში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს
ტკბილი სახლი – ეს არის მედია კამპანია მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვებისათვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სასკოლო ნივთებისა და პროდუქტების მობილიზაციის გზით ამოქმედდა.
კამპანია მედია გამოცემა „კახეთის ხმამ“ წამოიწყო, რომელმაც სტარტი 25 იანვარს, კახეთის ხმის 20 წლის დაბადების დღის საზეიმო ღონისძიებაზე აიღო. კამპანიის ფარგლებში სოციალურად დაუცველ, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ 6 შვილიან ოჯახს საჭიროებებზე მორგებული დახმარება გაეწევა.
ოჯახის 8 წევრს ნაქირავებ სახლში უწევს ცხოვრება ცივ კედლებში. ბავშვები ხშირად სკოლაში ვერ დადიან ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის არქონის გამო. ოჯახის მთავარი პრობლემა უსახლკარობაა, რის გამოც ხშირად უწვეთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
მოკლე ხანში გაიხსნება საქველმოქმედო ანგარიშიც, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მრავალშვილიანი ოჯახისათვის საკუთარი სახლის შესაძენად თავს მოუყრის თანხებს. საზოგადოების მიერ შემოწირულობის სრული საჯაროობა და მონიტორინგი სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ განხორციელდება.
დახმარების მსურველები დაგვიკავშირდით რედაქციის ცხელ ხაზზე: 555 520234