სტატიები

პიროვნების შეუზღუდავი არჩევანის უფლება

არადა, საარჩევნო პრო­ცესებმა დემოკრატიულად რომ ჩაიაროს, ამისათვის აუცილებელია თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა და მონაწილეობა. იორმუღანლოს თემში მცხო­ვრები 25 წლის აიდა ბაირამოვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. იგი არ ფლობს ინფორ­მაციას შუალედური არჩვენების შესახებ, რომელიც 2 კვირაში სა­გარეჯოში უნდა გაიმართოს. ბაი­რამოვა კამერასთან საუბარს თავს არიდებს და ,,კახეთის ხმასთან“ პი­რად საუბარში განმარტავს, რომ იგი არჩევნებზე არასდროს ყოფილა, შესაბამისად, არ ფლობს ინფორ­მაციას, როგორ უნდა დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ,,არც ამჯერად ვაპირებ წასვლას არჩევნებზე. არ ვიცი, როგორ უნდა მივცე ხმა. არც ის ვიცი, რისი არჩე­ვნები მოდის და როდის“.

აიდა ბაირამოვას მსგავსად, 42 წლის სადაფ ნოვიზოვს დღემდე არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ბაირამოვასგან განსხვავე­ბით მას სურს, წავიდეს არჩევნე­ბზე, თუმცა გაგვიმხილა, რომ არ იცის იმ უფლებების შესახებ, რაც არჩევანის თავისუფალი ნების გამოხატვას უკავშირდება, იგი არ ფლობს ინფორმაციას არც ხმის მიცემის პროცედურებსა და არც კანდიდატების შესახებ. ,,არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ მინდა ხმა მივცე. თუ წავალ, ხმას მივცემ იმ კანდიდატს, ვისზეც სახლში შევთანხმდებით“.
იორმუღანლოს თემში მცხოვრებ მამაკაცების უმრავლესობას მიაჩ­ნია, რომ ქალს საარჩევნო უფლება – ვის მისცეს ხმა, ოჯახში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააჩნია. დურსუნ აბდალოვი განმარტავს, რომ ქალი ვალდებულია, ქმრის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. ,,კანდიდატები არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ მთავრობის ნომერი ვიცით და იმ რიცხვს შემოვხაზავთ, რადგან გვპირდებიან, რომ პრობლემებს მოგიგვარებთო. ჩემმა ცოლმაც მას უნდა მისცეს ხმა, ვისაც მე, რადგან ჩვენთან ასეთი წესია. სხვანაირად არ გამოვა, რადგან ერთ სახლში ვცხოვრობთ. ჩემმა შვილებ­მა, ვისაც უნდათ მას მისცეს ხმა, მე არ ვერევი, ამის უფლება არ მაქვს“.

არასამთავრობო ორგანიზაციე­ბის წარმომადგენლები განმარტა­ვენ, რომ ყველა მოქალაქის საარ­ჩევნო უფლება როგორც აქტიური, ასევე, პასიური, გარანტირებულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონ­მდებლო აქტებით. საქართველოს ახალგაზრდა იუ­რისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელძღვანელ მარეხ მგა­ლობლიშვილის განცხადებით, ნებისმიერი მოქალაქე თავს ვალ­დებულად უნდა მიიჩნევდეს, რომ დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩე­ველი ინფორმირებული იყოს და გონივრულად გადაწყვიტოს, ვის აძლევს ხმას. ,,შესაძლოა, არცერთი კანდიდატი არ იყოს მისაღები, ესეც არის პოზიცია და უნდა დაფიქსირდეს, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ არჩევნებზე წაუსვლელობით პროტესტს გამოხატავ, ეს არ არის მართებული გადაწყვეტილება. ავირჩიოთ და ვიყოთ არჩეულები, რადგან ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ჩვენი უფლება“.

შესაბამისად, შეგვიძლია, ვივა­რაუდოთ და ბოლო კვლევებიც მო­ვიშველიოთ, რომ ჯამში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების აქტივობა საარჩევნო პრო­ცესებში დაბალია. გარდა საკუთარი უფლებების შესახებ არაინფორმირებულობისა, იორმუღანლოს თემში სხვა პრო­ბლემებიც არსებობს, როგორიც არის ქართული ენის ცოდნა და ზოგადი განათლება. ექსპერტები ქალების პასიურო­ბას არჩევნების დღისით საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის დეფიციტით ხსნიან.